„სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ შაბანოვმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის პუნქტები დღეიდან 27 აგვისტოს დილამდე დახურული იქნება“, - ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
ოკუპირებულ ცხინვალში 26 აგვისტოს რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის“ აღიარების მე-9 წლისთავს აღნიშნავენ. ამასთან დაკავშირებით ცხინვალში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 26 აგვისტო სახელმწიფო დღესასწაულად არის გამოცხადებული და უქმე დღეა.
რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის, ისევე როგორც აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.