weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ალბათ დადგება ის მომენტი, როდესაც ღამის შეზღუდვის გაუქმებაზე ვიმსჯელებთ – თურნავა

13:59 ორშაბათი, 07 ივნისი 2021

ეკონომიკის მინისტრმა ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სახმელეთო საზღვრები ახალი გახსნილია და დაახლოებით სამი კვირაა საჭირო, რათა დააკვირდნენ, ეპიდემიოლოგიური ვითარება ხომ არ გაუარესდება.

ნათელა თურნავა ფიქრობს, რომ რეგიონალური მიდგომა არასწორია და თუ ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდება, გაუქმდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ალბათ დადგება ის მომენტი, როდესაც ჩვენ საერთოდ ვიმსჯელებთ ღამის შეზღუდვის, ამ საათების გაუქმებაზე. თქვენ იცით, რომ ეტაპობრივად ვამცირებთ - 11 საათამდე გადავწიეთ საღამოს შეზღუდვის დაწყება, დილის 4 საათამდე ჩამოვწიეთ დილის შეზღუდვის დაწყება. მემგონი, იქითკენ მივდივართ, მაგრამ ჯერ, ახალი გახსნილია სახმელეთო საზღვრები და ამიტომ, ერთი კვირა, ორი კვირა, სამი კვირა ყოველთვის სჭირდება, რომ დავაკვირდეთ დინამიკში. ჩვენ შიგნით კარგად ვმართავთ [ეპიდემიას], მაგრამ ველოდებით ტურისტულ ნაკადებს, რასაც გარკვეული რისკები მოაქვს“, – განაცხადა ნათელა თურნავამ.

საქართველომ სახმელეთო საზღვრები პირველ ივნისს გახსნა. სახმელეთო საზღვრების კვეთაზე მოქმედებს იგივე რეჟიმი, რაც საჰაერო საზღვართან მიმართებაშია. კერძოდ, საზღვრის კვეთა შესაძლებელია სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ტურისტები ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ ტესტირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]