weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება

10:20 სამშაბათი, 08 ივნისი 2021

შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. საკანონმდებლო ორგანოში უკვე შეიქმნა 32-წევრიანი ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია, რომელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

„ჩვენ ამ პარლამენტს განვიხილავთ როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე წარვდგეთ ძლიერად და მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე“, – ამბობს დეკანოიძე.

მისივე თქმით, პარტიის საპარლამენტო გეგმებთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით განცხადებას პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გააკეთებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობას, რომ არცერთი თავისუფალი კომფორტის ზონა არ დავუტოვოთ ოლიგარქს და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განიხილება სხვადასხვა ფორმატში, ვიქნებით აქტიურად ჩართულები, იქნება ეს საპარლამენტო საქმიანობა თუ სხვა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტში შესვლის მიუხედავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ აწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით მომზადებულ შეთანხმების დოკუმენტს.

ამ დროისთვის პარლამენტში ოთხი ფრაქციაა. ესენია: „ქართული ოცნება“, „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]