weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ეს არის გარდამავალი პარლამენტი – ბოკუჩავა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლაზე

17:26 სამშაბათი, 08 ივნისი 2021

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა, დღეს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩაერთო. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს კომფორტის ზონას არსად შეუქმნის

„ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, არის ის, რომ სწორად დავინახოთ ჩვენი ფუნქცია ამ პარლამენტში და თავად ამ პარლამენტის ფუნქცია. ეს არის ერთგვარად გარდამავალი პარლამენტი, რომელმაც უნდა მოამზადოს საკანონმდებლო ჩარჩო იმისთვის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ჩატარდეს მართლაც სამართლიან და თავისუფალ გარემოში. ამის დიდი ნაწილი იქნება შარლ მიშელის დოკუმენტის ვალდებულებების შესულება არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის, არამედ ასევე, მართლმსაჯულების მიმართულებით, რადგან, კარგად გვესმის, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე აზრი არ ექნება არანაირ საჩივრებს საარჩევნო პროცესში“, – განაცხადა ბოკუჩავა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

თინა ბოკუჩავას თქმით, პარტიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციებისა და კვლევის შედეგად მიიღო. როგორც დეპუტატი ამბობს, კვლევამ აჩვენა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა მისი ამომრჩევლის 64.4%-ს სურდა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ფართო კონსულტაციები პარტიის შიგნით და არამხოლოდ პარტიის შიგნით. ასევე, ჩავატარეთ კვლევა, რადგან ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული ყოფილიყო ხალხის აზრზე, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხალხის პარტიაა და ჩვენ არასოდეს გვახასიათებდა კარჩაკეტილად გადაწყვეტილებების მიღება ხალხის ნების, განსაკუთრებით ჩვენი ამომრჩევლების ნების წინააღმდეგ.

კვლევამ გამოაჩინა, რომ 64.4% თვლის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ყოფილიყო პარლამენტში, ჩვენ უნდა გაგვეწია ეს ოპონირება ივანიშვილის რეჟიმისთვის, ჩვენ უნდა მოგვემზადებინა საკანონმდებლო ჩარჩო და უნდა გამოგვეყენებინა ყველა პლატფორმა ბრძოლისთვის. ამიტომ ვართ აქ“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელს არ მოაწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მისელის ეგიდით შექმნილ შეთანხმების დოკუმენტს. პარტია ამ გადაწყვეტილების მიზეზად ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას ასახელებს, რაც დოკუმენტით არის გათვალისწინებული.

პარლამენტში უკვე შეიქმნა 32-წევრიანი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, რომელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]