weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა

18:20 სამშაბათი, 08 ივნისი 2021

პარტია კანონი და სამართლისთავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა. როგორც მან განაცხადა, ბოიკოტს ყოვეთვის ემხრობოდა, რასაც აზრი დაეკარგა, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერი დეპუტატები საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვნენ.

როგორც ჩარკვიანი ამბობს, შექმნილ ვიტარებაში პარლამენტში არ შესვლა ხელისუფლებისთვის კომფორტის შექმნაა.

„მე ძალიან მყარად, ყოველთვის ვემხრობოდი ბოიკოტს. ხელმომწერებმა, რომლებიც, ჩემი აზრით, ნაადრევად შევიდნენ პარლამენტში, სრულიად შეცვალეს პოლიტიკური ვითარება. ბოიკოტი განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ ყოფილიყო ერთპარტიული პარლამენტი, რაც აღარ არის მათი შესვლის შემდეგ.

მრავალპარტიული გახდა და ახლა შენ იქნები თუ არ იქნები, რაოდენ მსხვილი პარტიაც არ უნდა იყოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს და პირიქით, მათთვის უფრო კომფორტულია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ეს კომფორტის ზონა არ ჰქონდეს ხელისუფლებას და რაც უფრო ნაკლებად კომფორტულ ზონაში იქნებიან, უკეთესია ხელხისთვის. ახლა გვინდა რეფორემები, თითოეულ ხმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს, რადგან ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას არ ემხრობა, ამომრჩეველმა პარლამენტის დეპუტატის მანდატი კი ამ დოკუმენტის მიღებამდე მიანიჭა.

„სად იყო მაშინ შარლ მიშელის დოკუმენტი, როდესაც ჩვენ ამომრჩეველი გვენდო?! რა კავშირი აქვს? მე იმიტომ მომწონს დასავლეთი, რომ ჩვენ ბრძანებლები არ გვყავს. მათ გვირჩიეს - იქნებ გააკეთოთ. მე არ მიმაჩნია, რომ ამ ამნისტიას ხელი უნდა მოვაწერო. ამით არაფერი შავდება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

თაკო ჩარკვიანი პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ სიით გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]