weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოდის ინიციატივით, 20 ივნისს დაზარალებულებს პენსია დაენიშნოთ

12:53 ოთხშაბათი, 09 ივნისი 2021

„სამწუხაროდ, ამნისტიის კანონი იქცა პოლიტიკური ძიძგილაობის საგნად. ეს ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოდის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღოს კანონი და 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულებს პენსია დაენიშნოთ.

„ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ კობახიძის ნოუ ჰაუთი ცდილობს, რომ გაართულოს ამნისტიის შესახებ კანონპროექტის იმპლემენტაცია, მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ეწინააღმდეგება ყველაფერს. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მთავარი მიზანი იყო, დაგვეხურა პოლიტიკური მიზნით პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის 20 ივნისის მოვლენების გამოყენება.

ინიციატივით გამოვდივართ, რომ სპეციალური კანონი შეიქმნას, რომლითაც ყველა დაზარალებულს მიეცემა კომპენსაცია, სახელმწიფოს მხრიდან დაენიშნება პენსია და სახელმწიფო მათი ცხოვრების მანძილზე აიღებს სრულ ვალდებულებას, რომ მათი ჯანმრთელობის, სამედიცინო ხარჯების დაფარვა უზრუნველყოს. ვინც ფიზიკური დაზიანება მიიღო, კომპენსაცია ყველამ უნდა მიიღოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

2019 წლის 20-21 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. საზოგადოების პროტესტი და ანტისაოკუპაციო აქციის გამართვა 20 ივნისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, თავმჯდომარის ტრიბუნასთან რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენამ გამოიწვია.

აქციის დარბევის დროს 275 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის იყო 187 სამოქალაქო პირი, 40-მდე ჟურნალისტი, 73 პოლიციის თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო, ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. რეზინის ტყვიით გამოწვეული ტრავმის შედეგად, ორმა დემონსტრანტმა დაკარგა ცალი თვალი, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]