„ქართული ოცნების“ ლიდერების ინფორმაციით, გიორგი გახარიას თანამებრძოლები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია „ქართული ოცნების“ პროექტი იყო.
რამდენიმე დღის წინ, ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმაც გაავრცელა ვრცელი განცხადება, სადაც მან თებერვალში გახარიას გადადგომას გუნდის და სახელმწიფოს ღალატი უწოდა. ივანიშვილის ითქმით, მისთვის გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მიუღებელია და მის მიერ დაფუძნებული პარტიის, „საქართველოსთვის“ მიზანი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების წართმევაა.
ამ თემაზე:
გახარიამ სახელმწიფოს უღალატა, მასთან თანამშრომლობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია – ივანიშვილი