weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება – კობახიძე

14:43 ოთხშაბათი, 09 ივნისი 2021

გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. იცით, რომ გუგული არის ასეთი ფრინველი, რომელსაც უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას და ეს მცდელობა ჩვენ დავასრულეთ და პარტიის დამფუძნებელმა დაასრულა ძალიან მარტივად, განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ლიდერების ინფორმაციით, გიორგი გახარიას თანამებრძოლები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია „ქართული ოცნების“ პროექტი იყო.

რამდენიმე დღის წინ, ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმაც გაავრცელა ვრცელი განცხადება, სადაც მან თებერვალში გახარიას გადადგომას გუნდის და სახელმწიფოს ღალატი უწოდა. ივანიშვილის ითქმით, მისთვის გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მიუღებელია და მის მიერ დაფუძნებული პარტიის, „საქართველოსთვის“ მიზანი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების წართმევაა.

 

ამ თემაზე:

გახარიამ სახელმწიფოს უღალატა, მასთან თანამშრომლობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია – ივანიშვილი  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]