weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსეთს დეპორტირებული ქართველებისთვის კომპენსაციის ჩასარიცხად ბოლო ვადა განესაზღვრა

17:45 ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021
ფოტო ინტერპრესნიუსის არქივიდან ფოტო ინტერპრესნიუსის არქივიდან

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც დეპორტირებულების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს, რუსეთს საქართველოსთვის 10 მილიონი ევროს კომპენსაციის ჩასარიცხად ბოლო ვადა 6 სექტემბერი განუსაზღვრა. საქმე ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან ეთნიკური ქართველების მასობრივად გამოძევებას.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტი რუსეთს მოუწოდებს 6 სექტემბრამდე კომპენსაცია პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებას (მსხვერპლთათვის გასანაწილებლად) ჩაურიცხოს, ან ხელი მოაწეროს მემორანდუმს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპენსაციის გადახდის განხორციელება ევროპის საბჭოს მეშვეობით.

„2021 წლის მარტისა და ივნისის სხდომებზე რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად, გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებისთვის გადასახდელი კომპენსაცია ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე და ამ მიზნით გააფორმოს მემორანდუმი ევროსაბჭოსთან “, – აცხადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ისე ამოიწურა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა.

10 მილიონი ევრო მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირზე უნდა განაწილდეს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი დეპორტირებულების საქმის განხილვას უახლოეს სხდომაზე, 2021 წლის სექტემბერში, განაახლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]