სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში 16 ივნისს გაემგზავრა. მისი ვიზიტის ფარგლებში კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მოეწერა ხელი. მანამდე ვატიკანსა და საქართველოს შორის არცერთ სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი არ გაფორმებულა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილის მიერ გამართულ შეხვედრებზე განხილული იქნა ურთიერთობის ის შესაძლებლობები, რომელიც ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს მისცემს საშუალებას ისწავლონ ვატიკანის მუზეუმის სასწავლო ლაბორატორიებში და გაიარონ 6-თვიანი პრაქტიკა 7 სხვადასხვა სახეობის სახელოსნოში.