weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაზრობებსა და ბაზრებში პირბადის ტარების ვალდებულება ძალაში რჩება

17:56 სამშაბათი, 22 ივნისი 2021
ფოტოზე - გიორგი ღიბრაძე ფოტოზე - გიორგი ღიბრაძე

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, პირბადის ტარება ბაზრობებსა და ბაზრებში კვლავ სავალდებულო იქნება.

„შეზღუდვა დარჩა და სავალდებულოა პირბადის ტარება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე და ისეთ ადგილებზე, სადაც მოსახლეობის კონცენტრაცია დიდია - მაგალითად, ბაზრობები და ბაზრები. ამ შემთხვევაში, ცხადია, უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს და იქ პირბადე უნდა ვატაროთ. ზოგადად, პირბადის ტრების რეკომენდაცია რჩება რეკომენდაციად იმისთვის, რომ ნაკლები რისკი იყოს ვირუსის გავრცელების“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით, პირბადის ტარების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ის სანქციები იქნება გამოყენებული, რომლებიც აქამდეც მოქმედებდა.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვები იხსნება. დღეს ცნობილი გახდა, რომ დღეიდან საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. 30 ივნისის 23:00 საათიდან გაუქმდება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა (ე.წ. კომენდანტის საათი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]