weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

მთავრობამ ყველაფერი გააკეთა გახელაძის გასათავისუფლებლად – შს მინისტრი

12:53 ოთხშაბათი, 23 ივნისი 2021 hits 268

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელძის გასათავისუფლებლად.

ზაზა გახელაძის საკითხი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

„ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ყველა საკითხი მთავარია, მაგრამ ადამიანს ეხება და მის უკანონო დაკავებას. ხშირად ვხდები ხოლმე კრიტიკის მსხვერპლი, ვერ ვსაუბრობ ხოლმე. ამ შემთხვევაში ნამდვილად გამიჭირდება, რომ დეტალებზე ვისაუბრო, თუმცა ერთი შემიძლია ვთქვა, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად, ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები, ორგანიზაციები ყველა ჩართულები არიან.

ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებენ ამ ადამიანს და მალე დაუბრუნდება ოჯახს.

დეტალებზე, ბოდიშს ვიხდი, ვერ ვისაუბრებ, შეიძლება ჩემმა ღია საუბარმა მოლაპარაკება ჩაშალოს. იცით, რომ საპატრიარქოც ჩართულია, ყველა ჩართულია – მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორები და სახელმწიფოები“, – განაცხადა გომელაურმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

34 წლის ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა კასპის რაიონში, ე.წ. სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2020 წლის 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 თებერვალს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძე დამნაშავედ ცნო ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელზე თავდასხმასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ზაზა გახელაძე თითქმის ერთი წელია საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია და დღეს იქ 34 წლის გახდა. მისი ოჯახი აცხადებს, რომ მაისში, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ უკანონო პატიმარი ცხინვალის ციხეს თვის ბოლომდე დატოვებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ზაზა გახელაძის გათავისუფლების გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა 15 ივნისს სოფელ ერგნეთში გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრაც, რომელსაც ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდიც ესწრებოდა.

გახელაძეები აცხადებენ, რომ მთავრობას ერთი წელი ჰქონდა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად. დღეიდან ისინი საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.

 

ამ თემაზე:

ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]