weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რეგიონების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება – ღარიბაშვილი

11:47 ხუთშაბათი, 24 ივნისი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში, იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მომდევნო წლებში მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონების განვითარება იქნება.

„ჩვენთვის მთავარი აქცენტი, მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს არა მხოლოდ დიდი ქალაქების განვითარება, არამედ რეგიონების განვითარება, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სწორედ რეგიონებში, ამიტომ მათ სჭირდებათ ასეთი თანამედროვე შენობები, სერვისები. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღეს გარდაბანში უსტიციის სახლი გაიხსნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, იქ ხელმისაწვდომი იქნება 450-ზე მეტი სერვისი. მომსახურების სივრცეებთან ერთად, იუსტიციის სახლში ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]