„ჩვენთვის მთავარი აქცენტი, მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს არა მხოლოდ დიდი ქალაქების განვითარება, არამედ რეგიონების განვითარება, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სწორედ რეგიონებში, ამიტომ მათ სჭირდებათ ასეთი თანამედროვე შენობები, სერვისები. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ რეგიონების განვითარება იქნება მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს გარდაბანში უსტიციის სახლი გაიხსნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, იქ ხელმისაწვდომი იქნება 450-ზე მეტი სერვისი. მომსახურების სივრცეებთან ერთად, იუსტიციის სახლში ქორწინების დარბაზიცაა განთავსებული.