weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება

20:05 ხუთშაბათი, 24 ივნისი 2021

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის პირველ შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

თარიღთან დაკავშირებული ცვლილება საარჩევნო კოდექსის 133-ე მუხლში შედის.

„სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის მხრიდან წამოვიდა წინადადება, რომ ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაშიც კანონით დაფიქსირდეს არჩევნების თარიღი და არ იყოს ასე ვთქვათ, დიდი პერიოდი, რომელშიც პრეზიდენტი თარიღს არჩევს.

ამიტომ, ჩვენ დღეს სამუშაო ჯგუფს შევთავაზეთ, რომ მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება მორიგი არჩევნების წლის ოქტომბრის პირველ შაბათს“. მეორე პუნქტი: „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კიდევ ერთი ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მაჟორიტარებისთვის ბარიერის შემოღებას ეხება. პაპუაშვილის თქმით, ეს საკითხი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დააყენეს და მმართველმა პარტიამაც გაიზიარა.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი 19 აპრილის შეთანხმების (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი) მიხედვით, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]