მისი თქმით, საჭიროა განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს „თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, თანასწორობას, ქვეყნის სტაბილურიბას და უსაფრთხოებას, დაახლოებას ჩვენს ისტორიულ მისიასთან - ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან“.
„ახლა ჩვენს წინაშეა პანდემიის საბოლოოდ დაძლევის, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის და ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნების ამოცანა, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო შორს გავიხედოთ. ჩემს ამოცანად მიმაჩნია, არ დავჯერდეთ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე მიღწულ წარმატებებს და იმ პროგრესს, რომელიც ყველა მიმართულებით გვაქვს. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ ჩვენი ქვეყნის პრობლემებს და გამოწვევებს, არა მხოლოდ ოკუპაციას, არამედ უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალ დონეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი პარლამენტს მთავრობის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს.