weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საარსებო შემწეობას 550 000 მოქალაქე იღებს, მათ შორის 180 000 ბავშვია – ღარიბაშვილი

15:37 პარასკევი, 25 ივნისი 2021

დღეს საქართველოში 300 000 ადამიანზე მეტი უმუშევარია, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 22%-ია. მაისის მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღები არის 153 000 ოჯახი. ეს დაახლოებით 550 000 ჩვენი თანამოქალაქეა, მათ შორის არის  180 000 ბავშვი, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს „თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, თანასწორობას, ქვეყნის სტაბილურიბას და უსაფრთხოებას, დაახლოებას ჩვენს ისტორიულ მისიასთან - ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან“.

„ახლა ჩვენს წინაშეა პანდემიის საბოლოოდ დაძლევის, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის და ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნების ამოცანა, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო შორს გავიხედოთ. ჩემს ამოცანად მიმაჩნია, არ დავჯერდეთ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე მიღწულ წარმატებებს და იმ პროგრესს, რომელიც ყველა მიმართულებით გვაქვს. ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ ჩვენი ქვეყნის პრობლემებს და გამოწვევებს, არა მხოლოდ ოკუპაციას, არამედ უმუშევრობისა და სიღარიბის მაღალ დონეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტს მთავრობის საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]