weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა აფხაზეთის და ცხინვალის განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს

16:33 პარასკევი, 25 ივნისი 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა გეგმავს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია შეიმუშაოს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება. გვაქვს გეგმა, რომ შევიმუშაოთ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაც. საწყის ეტაპზე შეიქმნება გალის და ახალგორის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფციაც. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება რეგულარული თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, სპეციალურად შექმნილ ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

ოკუპაციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მთავრობა მუშაობს იმისთვის, რათა დაისაჯონ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენის აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის, გამყოფი ხაზების გასწვრივ ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის ხელსეწყობას სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში . მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა ჩვენი მოქალქეები არიან და მათზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა. პანდემიის პერიოდში ჩვენ მათ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით გავუწიეთ დახმარება - მივაწოდეთ დაახლოებით 4 მილიონი ლარის სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ვაქცინები, ვუმკურნალეთ 15000-მდე ადამიანს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]