weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როდემდე უნდა ვესაუბროთ სუს-ის ენით უმცირესობებს? – ტარიელ ნაკაიძე პრემიერს

19:20 პარასკევი, 25 ივნისი 2021

როდემდე უნდა ვესაუბროთ სუს-ის ენით საქართველოს მოქალაქე უმცირესობებს? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ არ ფიქრობთ, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც წელიწადში ვუხდით 5 მილიონ ლარს, გასაუქმებელია, იმიტომ, რომ არაეფექტურია? როდის შეძლებთ გასცეთ პოლიტიკური ნება, რომ ბათუმში აშენდეს ახალი მეჩეთი? , ეს კითხვები პარლამენტში მყოფ პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ დაუსვა.

ნაკაიძემ ღარიბაშვილს ასევე ჰკითხა, იცის თუ არა, რომ საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები ცხოვრობენ და ისინი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს შეადგენენ. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ მათ პრემიერ-მინისტრის ანგარიშში ძალიან მცირე ნაწილი ეძღვნება.

„თითქოს ამბობდით, რომ ენის შესწავლისთვის რაღაც პროგრამები უნდა განახორციელოთ. სამწუხაროდ, „1+4 პროგრამის“ შემდეგ ახალი მიდგომები ინტეგრაციის პოლიტიკაში, რომელიც დღეს არსებულ რეალობად შეცვლის, არ გვაქვს.

ამ მიმართულებით რა გაქვთ დაგეგმილი? პანდემიის დროს ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. საზოგადოებრივი არხითაც კი არ გაკეთდა პროგრამები, რათა საქართველოს მოქალაქეს მისთვის გასაგებ ენაზე სცოდნოდა ზოგადად საქართველოში რა ხდებოდა.

საერთოდ, რა ქმედებები შეგიძლიათ განახორციელოთ იმისთვის, რომ რელიგიურ უმცირესობების მიმართ, განსაკუთრებით სიძულვილით ჩადენილი დანაშაულები გამოძიებული იქნეს. ჩვენ ვიცით ბუკნარის, ასევე დმანისისა და მარნეულის მოვლენები, სადაც იყო სიძულვილის ენა, კანონდარღვევა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არ მოხდა რაიმე სახის პრევენცია“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ ბოლო წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში პარლამენტში წარადგინა. მან ასევე ისაუბრა ქვეყნის განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის შემუშავების საჭიროებასა და სამომავლო გეგმებზე. ტარიელ ნაკაიძის შეკითხვამდე ღარიბაშვილმა თქვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას. მისივე განცხადებით, მთავრობის ამოცანა უნდა იყოს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა იცოდეს არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა 99%-მა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]