weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

გურიის გუბერნატორად გიორგი ურუშაძე დაინიშნა

12:05 ორშაბათი, 28 ივნისი 2021

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ურუშაძე დანიშნა. მან გიორგი სახოკია შეცვალა, რომელიც გუბერნატორის თანამდებობაზე თებერვლიდან მუშაობდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი ურუშაძე პროფესიით სამართალმცოდნეა, დღემდე ის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, ხოლო მანამდე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სხვადასხვა თანამდებობაზე იყო დასაქმებული.

ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ და ყოფილ გუბერნატორებთან შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა ახალ გუბერნატორთან ერთად რეგიონში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები განიხლიდა, გიორგი სახოკიას კი მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიორგი სახოკია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სახელმწიფო სააგენტოში მრჩევლად დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]