weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

24 რადიომაუწყებელს 1.5 მილიონი ლარის დავალიანება ეპატიება – თურნავა

13:09 ორშაბათი, 28 ივნისი 2021

ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, 24 რადიომაუწყებლობის კომპანიას სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ მიმართ დაგროვილი მილიონ-ნახევარი ლარის დავალიანება ჩამოეწერება.

როგორც თურნავამ თქვა, მტავრობამ გაითვალისწინა, რომ პანდემიის გამო რადიომაუწყებლებს შემოსავლები შეუწყდათ ან შეუმცირდათ.

„ჩვენ რამდენიმე ხნის წინ და ასევე მარეგულირებელ კომისიას მიმართა 24-მდე რადიომაუწყებლობის კომპანიამ, რომლებმაც მოითხოვეს ამ „ტელე-რადიო ცენტრის“ მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება, რაც ახსნილი იყო კორონავირუსის პანდემიის პერიოდით. ჩვენ მიერ, მთავრობის მიერ გაზიარებულ იქნა ეს არგუმენტაცია, რადგან მართლაც, ძირითადი შემოსავალი რადიომაუწყებლების, რადიოკომპანიების არის რეკლამა. მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და რა თქმა უნდა, შემოსავლები ამ წყაროდან მათ შეუწყდათ ან შეუმცირდათ.

აქედან გამომდინარე, მთავრობამ გაიზიარა მათი მოთხოვნა და მთლიანობაში, დაახლოებით მილიონ ნახევარი ლარის დავალიანება და ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება ხდება რადიომაუწყებელი კომპანიების მიმართ. 24 კომპანიაა მთლიანობაში, ასოციაცია პრაქტიკულად მთლიანად არის მოცული“, – განაცხადა ნათელა თურნავამ.

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]