weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

ოპოზიციის წევრმა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთო

15:44 ორშაბათი, 28 ივნისი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე მოხსენებით გამოდიოდა, საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო. ნონა მამულაშვილის თქმით, მოხსენებამ მას საბჭოთა კავშირი მოაგონა.

„ქართული ოცნების“ წევრებმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ, ოპოზიციონერი დეპუტატი გააკრიტიკეს და თქვეს, რომ მისი საქციელი სამარცხვინო იყო.

„კარავში შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. შეგიძლიათ ჩაბრძანდეთ და ძალიან დიდი სიამოვნებით მოგისმენენ ალბათ“, – უთხრა ნონა მამულაშვილს მიხეილ სარჯველაძემ.

„ბრავო, ბრავო. ადგილი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოეწერა, რუსეთის ჰიმნს რომ აჟღერებთ, ბრავო! ბრწყინვალე მაგალითია. სირცხვილია. საქართველოს პლენარულ დარბაზში, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი, რუსეთის ჰიმნი ჩართეთ თქვენ ახლა, ბრავო. კარგად აჩვენებს ყველაფერს, დამნახავი დაინახავს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]