„თვითმმართველობის როლი გაიზარდა. აქ ლაპარაკი იყო, რომ მოკვდა თვითმმართველობა. არ მოკვდა, იმიტომ, რომ სულ რაღაც ორ-სამ თვეში თქვენ ამ მკვდრის გამო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გექნებათ საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტების საკრებულოებში და მუნიციპალიტეტის მერების ასარჩევად, იმიტომ, რომ დღეს მათ ძალიან ბევრი ფუნქცია აქვთ, ძალიან ბევრი კონკრეტული საქმის გაკეთებისთვის რესურსი გააჩნიათ და იმიტომ, რომ დღეს გვჭირდება მუნიციპალური დონის გარდა, რეგიონალური დონის გაძლიერებაც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.