weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაპარაკი იყო, რომ მოკვდა თვითმმართველობა, არ მოკვდა – ქადაგიშვილი

17:48 ორშაბათი, 28 ივნისი 2021

ქართული ოცნებიდან თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის როლი გაიზარდა და მუნიციპალიტეტებს ძალიან ბევრი საქმის გაკეთებისთვის საჭირო რესურსი გააჩნიათ.

„თვითმმართველობის როლი გაიზარდა. აქ ლაპარაკი იყო, რომ მოკვდა თვითმმართველობა. არ მოკვდა, იმიტომ, რომ სულ რაღაც ორ-სამ თვეში თქვენ ამ მკვდრის გამო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გექნებათ საქართველოს რეგიონების მუნიციპალიტეტების საკრებულოებში და მუნიციპალიტეტის მერების ასარჩევად, იმიტომ, რომ დღეს მათ ძალიან ბევრი ფუნქცია აქვთ, ძალიან ბევრი კონკრეტული საქმის გაკეთებისთვის რესურსი გააჩნიათ და იმიტომ, რომ დღეს გვჭირდება მუნიციპალური დონის გარდა, რეგიონალური დონის გაძლიერებაც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]