weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თემურ ჭყონია იქნება თბილისის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი – ხაზარაძე

22:20 სამშაბათი, 29 ივნისი 2021

კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატი იყოს 2021 წლის არჩევნებში. როგორც პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ამის შესახებ ბიზნესმენთან საუბარი ჰქონდა. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ისურვებდა, თბილისის მისნაირი მერი ჰყავდეს.

„ინტენსიური მოლაპარაკება მიდის, რომ „ქართულ ოცნებას“ სტრატეგიული გეგმა ჩავუშალოთ, 43% არ გავატანოთ და ქვეყანა მომავალ წელს დადგეს რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნების პირისპირ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამაზე სერიოზული კონსულტაციები და მუშაობა მიდის. უახლოეს მომავალში თქვენ იხილავთ ჩვენს გეგმას“, – განაცხადა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ხაზარაძის თქმით, ძალიან კარგი იქნება, თუ ოპოზიციას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი ეყოლება.

„ამისკენ ვისწრაფვით, რომ ეს ასე მოხდეს აუცილებლად, ისევე როგორც, შეთანხმდეს მაჟორიტარობის კანდიდატები. ჩვენ გამოვალთ მერობის ისეთი კანდიდატით, რომელიც ძალიან სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. საუბარია ძალების გაერთიანებაზე და ამ ძალების გაერთიანებით კანდიდატის წარდგენაზე“, – თქვა ხაზარაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, „ლელომ“ ოპოზიციას თემურ ჭყონია შესთავაზა თუ არა მერობის კანდიდატად, ხაზარაძემ ასე უპასუხა: „ჩემი აზრით, თემურ ჭყონია იქნება ძალიან კარგი კანდიდატი, უპარტიო. ვფიქრობ, რომ საქმიანი ხალხი, რაც უფრო მეტი მოვა... რომელსაც არ აქვს არანაირი პარტიული მიკერძოება, არის თავისუფალი და სულ კრიტიკულად გამოთქვამს, არის ამხელა ორი უზარმაზარი ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი, რომელმაც ტრანსფორმირება გააკეთა... მე თემურს ქართული ბიზნესის ერთ-ერთ ლოკომოტივად მივიჩნევ. მე მქონდა საუბარი, ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი პასუხი მივიღე. მე ნამდვილად ვისურვებდი, რომ ასეთი მერი ჰყავდეს ქალაქს“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების მიერ ხელმოწერილი 19 აპრილის შეთანხმების (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი) მიხედვით, თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]