weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მილიონი დოზა ვაქცინა მივიღეთ, მზად ვართ მასობრივი ვაქცინაცია დავიწყოთ – პრემიერი

17:33 პარასკევი, 02 ივლისი 2021

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინების მილიონი დოზა შემოვიდა. ამის შესახებ პრემიერ-მიონისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და ორშაბათიდან მასობრივი იმუნიზაციის დაწყება დაანონსა.

„დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ჩინური ვაქცინები, რომელთაც ჩვენი მოსახლეობა კარგად იცნობს – „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები. მილიონი დოზა უკვე ადგილზეა. ჩვენ ახლა ვართ მზად, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქინაციის პროცესი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, უახლოეს რამდენიმე კვირაში ქვეყანა ნახევარ-ნახევარ მილიონ დოზა „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ კიდევ მიიღებს.

„ამის გარდა, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად „ფაიზერთან“ მივაღწიეთ შეთანხმებას, კონტრაქტი გაფორმებულია და ფული გადახდილი გვაქვს მილიონი დოზის თაობაზე. „ფაიზერიც“ ეტაპობრივად, უკვე ივლისიდან დაიწყებს მოწოდებას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მთავრობა წლის ბოლომდე 4 მილიონამდე დოზა ვაქცინის მობილიზებას აპირებს, რაც ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შესაძლებელს გახდის ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის სრულად აცრას. პრემიერ-მინისტრი მოქალქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.

„მთავრობის, პირადად ჩემი სახელით მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ისევე, როგორც პანდემიის დასაწყისში მოვიქეცით და ვაჩვენეთ მართლაც უმაღლესი პასუხისმგებლობის ხარისხი და დონე. ახლა ვაქცინაციის პროცესში სწორედ ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა და ჩართულობა არის გადამწვეტი. ჩვენ, ერთი მხრივ, უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, გარშემო მყოფების – მშობლების, ოჯახის წევრების, ნათესავების, კოლეგების მიმართ უნდა გამოვიჩინოთ სოლიდარობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღემდე ჯამურად ჩატარდა 266 161 აცრა. აქედან სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 104 196 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]