weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტიკარაძემ სამედიცინო ტურიზმის დანერგვასა და პაციენტების ექსპორტის შეჩერებაზე ისაუბრა

13:25 ოთხშაბათი, 07 ივლისი 2021

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს პარლამენტში ინიცირებული აქვს რამდენიმე ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც ჯანდაცვის სექტორს მნიშვნელოვნად მაღალ დონეზე აიყვანს და საქართველოში ჯანდაცვის ტურიზმის დანერგვას შესაძლებელს გახდის.

„მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხრიდან იქნება სრული ჩართულობა და მხარდაჭერა, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი ის გზა ჯანდაცვის სექტორის მიმართულებით, რომელიც მოგვცემს საშუალებას, შემდგომში გამოვაცხადოთ ამბიციური გეგმა იმის თაობაზე, რომ შეგვიძლია საქართველო ვაქციოთ სამედიცინო ტურიზმის სფეროდ და პაციენტების ექსპორტი – ცოტა ცუდი ფორმულირებაა, მაგრამ დღესდღეობით ნამდვილად ასეა – რომელიც საქართველოდან ხდება, აღარ განხორციელდება და ჩვენ ჯანსაღი და ხასისხობრივად გაუმჯობესებული სექტორის მხრიდან პირიქით, ვიმუშავებთ იმაზე, რომ საქართველოში ჯანდაცვის ტურიზმი დავნერგოთ, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დიდი პერსპექტივა გააჩნია ჩვენი რეგიონული მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძემ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]