weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მუშაობას წყვეტს

16:54 ორშაბათი, 12 ივლისი 2021

დეპუტატ ხატია დეკანოიძის განცხადებით, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ განიხილავენ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებს საკითხს ან საკონსტიტუციო ცვლილებებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

„ამ პარლამენტში მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ, ჩვენ ვიქნებით ჩვენს მოქალაქეებთან, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც კლავენ. მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს. ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება კონსტიტუციისთვის კენჭისყრა, რაც გულისხმობს იმას, რისთვისაც ვიბრძოდით, ანუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. სხვა შემთხვევაში, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ სიტუაციაში, ამ ფარისევლობაში, ძალადობაში, ამ ფაშისტების დაჯგუფებასთან ყოველგვარ თანამშრომლობას წყვეტს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეპუტატმა მოქალაქეებს მოუწოდა, დღეს, 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ.

„ძალიან მალე ირაკლი ღარიბაშვილი გადადგება, მიჰყვება მთელი ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დასრულდება ჟურნალისტების გამარჯვებით. მინდა მოვუწოდო საქართველოს მოქალქეებს, მოსახლეობას, დღეს, 6 საათზე, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ ლექსოს გულისთვის, ჟურნალისტების, ჩვენი მომავლის და ჩვენი თავისუფლების გულისთვის. ამათი ხელების გადაგრეხვის არავის ეშინია, ამ ფაშისტების არავის ეშინია. ეს ძალადობა აუცილებლად დასრულდება და ჩვენ გავალთ სამშვიდობოზე“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

გუშინ, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს ნაცემი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მისი მთავრობის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ღარიბაშვილს თანამდებობის დასატოვებლად მიცემული ვადა დღეს, 12:00 ამოეწურა. ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგა. მან მთავრობის სხდომა გამართა და გუშინდელი საპროტესტო აქცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგ წარუმატებელ შეთქმულებად შეაფასა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]