weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ლექსო ხელისუფლების და ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან უკვე 5 ივლისს იყო განწირული – ლომჯარია

17:29 ორშაბათი, 12 ივლისი 2021

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების გაშუქებისას სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან და საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ლომჯარიას თქმით, შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები და მინიშნებები არ ცვლის იმ რეალობას, რომ 5 ივლისს ლექსოს 20-მდე ადამიანი დაესხა თავს.

„ნამდვილად მიუღებელი იყო გუშინ იმ ფორმით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კადრების გასაჯაროება, რომელიც იყო არაფრის მთქმელი.

ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, ლექსო განწირული იყო უკვე 5 ივლისს როგორც ხელისუფლების, ისე ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ამიტომ ეს კადრები და მინიშნებები ნამდვილად არ ცვლის იმ რეალობას, რომ ლექსოს და სხვა ჟურნალისტებს 20-მდე ადამიანი დაესხა თავს და ის სასიკვდილოდ გაიმეტეს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი საქმის გამოძიებას თვალს მიადევნებს და უკვე ემზადება იმისთვის, რომ ექსპერტიზის შეფასებაშიც ჩართოს საკუთარი ექსპერტები და წარმომადგენლები.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი აქციის გაშუქების დროს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში სასტიკად სცემეს და სახის ძვლები დაუმტვრიეს, გუშინ, დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა. ლაშქარავას დაშავების შემდეგ თვალის არეში ოპერაცია დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის თქმით, ლექსო ლაშქარავა 8 ივლისს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა, გაწერის წინ კი მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია. ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მიანიშნა, რომ ოპერატორი შესაძლოა ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]