weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მიშელი, ზელენსკი და სანდუ ბათუმში კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას

17:09 პარასკევი, 16 ივლისი 2021

19 ივლისს, ორშაბათს, ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია გაიმართება, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დაესწრებიან.

ევროპული საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შარლ მიშელი ბათუმს ორშაბათს ეწვევა და შეხევდრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე, მაია სანდუსთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

შარლ მიშელი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთობლივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას, ღონისძიების მთავარი თემები ევროპული ინტეგრაცია და ევროპული საკითხებია. კონფერენციის პანელები ორ მთავარ საკითხს დაეთმობა: ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც ახლახან ასოცირებული ტრიოს ფორმატი შექმნეს. სამ ასოცირებულ პარტნიორს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დააჩქაროს რეფორმები ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც შეიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებულ დებულებებს და სამ ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის შემდეგი ეტაპისთვის ამზადებს. შესაბამისად, პანელზე განიხილება ევროკავშირის შესაძლო დაინტერესება სამი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორის გაძლიერებული ინტეგრაციის  პროცესით. პანელის მონაწილეები ასევე მიმოიხილავენ სამივე ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებსა და მათი ახალი ფორმატის როლს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალში.

მეორე პანელზე, წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები იმსჯელებენ ტრადიციული ტრანსატლანტიკური დიალოგის განახლებასა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლო სცენარებზე. ექსპერტები ისაუბრებენ განახლებული ტრანსატლანტიკური ალიანსის ჩარჩოებზე, იმსჯელებენ, იქნება თუ არა მსოფლიოში დემოკრატიის მხარდაჭერა ახალი ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის ნაწილი და მოიცავს თუ არა ის აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრები არ არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]