„შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების გამო, მედიასაშუალებების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია დღეს, 18:00 საათზე, პარლამენტთან გაიმართება.