weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ღარიბაშვილი ილია მეორეს შეხვდა: „ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს“

15:36 შაბათი, 17 ივლისი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ღარიბაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

„შეხვედრა მქონდა ჩვენს პატრიარქთან. ვისაუბრეთ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს. მოვისმინე მისი რჩევები და მოსაზრებები, რომელიც ყოველთვის სასარგებლო და გასათვალისწინებელია. მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების გამო, მედიასაშუალებების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია დღეს, 18:00 საათზე, პარლამენტთან გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]