weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ ჟურნალისტებს – მდინარაძე

19:02 შაბათი, 17 ივლისი 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძეც ბოიკოტს უცხადებს იმ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება მდინარაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

მდინარაძის თქმით, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.

„შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით: მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს - შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!“, – წერს დეპუტატი.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციამ კრიტიკული ტელეკომპანიები - „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „პირველი“ არ მიიწვია მახათას მთაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრთან ერთად, „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესს გაეცნო. პრემიერმა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედის“, „რუსთავი 2“-სა და „პოს ტვ“-ის შეკითხვებს უპასუხა.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ „მთავარმა“, „ფორმულამ“ და „პირველმა“ „ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს, წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ“.

„ამ მიზეზით დღეს არ მოხდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის ტელეკომპანიების მოწვევა ღონისძიებაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებაში.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს სასტიკად ნაცემი 36 წლის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომის, ასევე ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნა დააყანეს. გასულ კვირაში, ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ – „მთავარმა“, „ფორმულამ“, „პირველმა“ და „კავკასიამ“, პროტესტის ნიშნად, მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტეს. მათი ორგანიზებით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქცია დღესაც იმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]