weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოპოზიციისა და მედიის პროტესტის გამო პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა

15:27 კვირა, 18 ივლისი 2021

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, სადაც ის 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით მივიდა, პროტესტით დახვდნენ მედიის წამომადგენლები და ოპოზიციონერი დეპუტატები.

დეპუტატებს ხელში ლექსო ლაშქარავას და ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოები ეჭირათ, ხოლო ჟურნალისტებმა სხდომათა დარბაზში გადმოფინეს ბანერები წარწერით - „დასაჯეთ მოძალადეები და აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

„იმ ფონზე, რომ ვერ დაიცვეს საკუთარი მოქალაქეები და 53 ჟურნალისტია დაშავებული, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიტანოს ყველანაირი პროტესტი. უმრავლესობა მსჯელობს წარმოუდგენელ რამეზე, რომ გადადოს სხდომა იმის გამო, რომ ხედავენ ბანერებს. ვერ ვიმსჯელებთ, თუ საპროტესტო ბანერები იქნებაო. ეს დისკომფორტი კი არა, პროტესტი ისე უნდა აიტანოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ სიტყვა არ უნდა დაძრას და ჩაატაროს მოსმენა. მათთვის კომფორტი იქნება, თუ გავუშვებთ გომელაურს და არ დავუსვამთ კითხვებს. ამის გაკეთება უნდა „ქართულ ოცნებას“, – აცხადებდა დეპუტატი ხათუნა სამნიძე.

მას შემდეგ, რაც მედიის წარმომადგენლებმა უარი თქვეს საპროტესტო ბანერების ჩამოხსნაზე, „ქართულმა ოცნებამ“ რიგგარეშე სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, პოლიტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო დღეს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის შეკითხვების დასმა და პასუხების მიღება.

„ფაქტია, მიზანმიმართულად იყო დაორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო. ძალიან სამწუხაროა. შესვენების დროს მე მოვისმინე, რომ პოლიტიკური ჯგუფები ღიად აცხადებდნენ, მათი მიზანი არ იყო სხდომის ჩატარება იმისთვის, რომ დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები. მათ განახორციელეს პროტესტი, რომლის უფლებაც ჰქონდათ, მაგრამ სამწუხაროა, რომ როდესაც იყო მოთხოვნა, რომ დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს ასე არ მოხდა და პროტესტი გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერთადერთი ვალდებულებაა, გაშუქდეს სესიის სხდომა“, – განაცხადა კუჭავამ.

ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის შენობა ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]