weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მივიღეთ გარანტია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება – ვაშაძე

12:49 ორშაბათი, 19 ივლისი 2021

შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება არ უნდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ დღეს მივიღეთ იმის გარანტია, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკავშირის მხრიდან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით, სხვა მიმართულებით, რომელიც ამ დოკუმენტში არის გაწერილი“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ.

ვაშაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია ან ცდილობს, გადაუხვიოს და რატომ? რადგან მას არ უნდა, ქვეყანაში ჩაატაროს დემოკრატიული რეფორმები. მას უნდა, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს მიტაცებული, მას არ უნდა ძლიერი ინსტიტუციები, თავისუფალი არჩევნები და უნდა, რომ იძალადოს ისევ საქართველოს მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, ნებისმიერ სხვაზე. სწორედ ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი.

ვერ დავუახლოვდებით ევროკავშირს, თუ საქართველოში პროცესი გაგრძელდა ისე, როგორც დღეს ვითარდება. ფაქტობრივად, საჯარო გამოსვლებში „ქართული ოცნების“ ლიდერები ანტიდასავლური პროპაგანდის თანამონაწილეები არიან. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წევრებმა შარლ მიშელსთან თბილისში 5 ივლისს ძალადობრივ მოვლენებზეც ისაუბრეს და „უთხრეს კონკრეტულად ფაქტები, რომ პოლიციამ არა თუ ვერ, არ დაიცვა ჟურნალისტები და საქართველოს მოქალაქეები. უფრო მეტიც, კორიდორებს უკეთებდა მოძალადე ჯგუფებს, რათა თავს დასხმოდნენ კონკრეტულ ადამიანებს“. ვაშაძის ინფორმაციით, შარლ მიშელმა პირდაპირ თქვა, რომ ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებასთან ისაუბრებს.

„გაცილებით მკაცრი იქნება ცალსახად მისი საუბარი დახურულ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ, მაგრამ ისაუბრებს ასევე კონკრეტულ მექანიზმებზეც. როგორც იცით, ეს არის ფინანსური მხარდაჭერის სანქცირება. ფაქტობრივად, ეს არის სხვა მექანიზმები. აუცილებლად იქნება ამაზე საუბარი“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

შარლ მიშელი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად გუშინ ჩამოვიდა. დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]