weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მართლმსაჯულების რეფორმა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა – მიშელი

14:02 ორშაბათი, 19 ივლისი 2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილია და მისი განხორციელება საქართველოსადმი ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა.

როგორც შარლ მიშელმა ბათუმში, პრეზიდენტთან, ოპოზიციურ პარტიებთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მისი მთავარი მესიჯი საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისადმი არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესრულება საქართველოს მიერ დემოკრატიული დღის წესრიგის განხორციელების მთავარი გარანტიაა.

„მართლმსაჯულების რეფორმა მთავარი ნაწილია 19 აპრილის შეთანხმების და ეს არის წინაპირობა საქართველოსადმი ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების. სწრაფი დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ დაინტერესებულ და ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა.

დღეს, ყველა შეხვედრის დროს ხაზი გავუსვი, რომ მთავარია ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ის თავისუფლება, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამეტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლება - პრესის და გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი არ აქვს მოწერილი, მოაწეროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]