weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინის პრეზიდენტი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა

16:27 ორშაბათი, 19 ივლისი 2021

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა, ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

საოკუპაციო ხაზთან ვიზიტის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მოგვიანებით, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

„ჩემი ვიზიტის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინაში საოკუპაციო ხაზთან ყოველდღე მივდივარ. ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთანაც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ქვეყნები, რომელთაც არჩევანი გააკეთეს და დღეს ვართ გაერთიანებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ენგურის ხიდზე ვოლოდიმირ ზელენსკის თან ახლდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი, რომელმაც, EUMM-ს ინფორმაციით, ზელენსკის მიაწოდა ინფორმაცია უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ და გაუზიარა საკუთარი ხედვა „ბორდერიზაციაზე“, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე.   

ზელენსკის ადგილზე არსებული ვითარება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთიძემაც გააცნეს. დარსალიას თქმით, საქართველოს და უკრაინას ერთნაირი გამოწვევები აქვთ, ორივე ებრძვის ოკუპაციას, რუსეთიდან მომდინარე აგრესიას და საოკუპაციო ხაზზე ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი კიდევ ერთი ხაზგასმაა იმ საერთო საფრთხეებისა, რაც საქართველოსა და უკრაინას აქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]