weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება თქვენს ძლიერ და სანდო პარტნიორად – შარლ მიშელი

19:55 ორშაბათი, 19 ივლისი 2021

დეკემბერში ჩვენ გვექნება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი სამიტი ბრიუსელში და დღეს ყველას გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება თქვენს ძლიერ და სანდო პარტნიორად, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას.

შალრლ მიშელმა თავისი სიტყვის დასაწყისში აღნიშნა, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უკვე 30 წელია, ერთი თაობაა, დამოუკიდებლები არიან.

„ერთი თაობა ძალიან ძლიერი ძალისხმევით მიღწეული წინსვლისა და ზოგჯერ უაკნ დახევისა; თქვენი მომავლის განსაზღვრის, კეთილდღეობის მშენებლობის და საერთო ფასეულობების საფუძველზე თანამშრომლობის ერთი თაობა. ეს არ ყოფილა იოლი გზა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, ამ ერთი თაობის განმავლობაში ევროკავშირი ასევე განიცდიდა ძირეულ ცვლილებებს.

„2009 წელს, პრაღის სამიტზე გადავწყვიტეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა და დღეს, 12 წლის შემდეგ, ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა უკვე რეალობაა და სარგებელს აძლევს ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეს. ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, საერთო საჭიროებები და მისწაფებები. დეკემბერში ჩვენ გვექნება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი სამიტი ბრიუსელში და დღეს ყველას გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად თქვენი რეგიონისთვის.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმების მიმართულებით არა იმისთვის ბრიუსელს ასიამოვნოთ, არამედ თქვენივე ხალხის ინტერესების გათვალისწინებით და თქვენი საზოგადოებების საკეთილდღეოდ, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია: „თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, პრესის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება – განსაზღვრავს ვინ ვართ ჩვენ და ეს ასევე არის კეთილდღეობის გარანტია“.  

„მეგობრებო, ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ – ეკონომიკური ზრდა, კლიმატის ცვლილება, ციფრული გარდაქმნა და ასევე, თანაბარი ინკლუზიური საზოგადოების შექმნა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიძლება იყოს უფრო მეტი თანამშრომლობის საფუძველი. ის უნდა იყოს კატალიზატორი დემოკრატიისთვის, რეფორმებისთვის, კანონის უზენაესობისთვის, იმისთვის, რომ დესტაბილიზაცია არ მოხდეს ქვეყნებში“, – აღნიშნა მიშელმა.

შარლ მიშელის თქმით, მომავალში ევროკავშირი უპრეცედენტო ეკონომიკურ მხარდაჭერას გაუწევს თითეულ პარტნიორ ქვეყანას.

„კარგი მმართველობა არის გასაღები, რომელსაც შეუძლია გახნას ის სარგებლი, რისი მოტანაც ლიბერალურ დემოკრატიას შეუძლია. ეს ნიშნავს კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, კორუფციასთან ბრძოლას.

ჩვენი ეს შეხვედრა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ლიდერებთან არის მნიშვნელოვანი ეტაპი. ეს არის იმის შესაძლებლობა, რომ აქცენტი გაკეთდეს ასოცირების პარტნიორების ტრიოს ინიციატივაზე, იმისთვის, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის ბრიუსელთან. ეს კიდევ უფრო მეტად მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას.

ძვირფასო მეგობრებო, მჯერა, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ლოკომოტივი ტრანსფორმაციისთვის, კეთილდღეობისა და ზრდისთვის. ეს არის ძლიერი სიმბოლო გახსნილობის, საერთო ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის.

ერთი თაობა ვთქვი თქვენი დამოუკიდებლობის და ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე. ამ ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი არის თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორი უფრო მეტი დემოკრატიისთვის, უფრო მეტი სტაბილურობისთვის და მეტი კეთილდღეობისთის და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნის მოსახლეობის სასარგელოდ“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]