ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, კორონავისუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ.
„ჩვენ ერთის მხრივ გვინდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გვინდა, რომ ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს ჩვენ, მთავრობას: გთხოვთ, აიცერით. მგონი, ძალიან მარტივია ამის გაკეთება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
მისივე თქმით, მოქალაქეების გვერდში დგომის გარეშე, მთავრობა მარტო ვერაფერს გააკეთებს. როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რაც გასაკეთებელი იყო, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა.
„ვაქცინები იყო პრობლემა. შევძელით, ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვიდრე იყო საჭირო.
შეგახსენებთ, რომ მილიონი ვაქცინა უკვე ჩამოვიდა ორი კვირის წინ. „ფაიზერის“ მილიონი დოზის შემოტანა დაიწყო, დაახლოებით ყოველ შაბათ-კვირას შემოგვივა, ასევე, დაგეგმილია ამერიკის მთავრობისგან საჩუქრის გადმოცემა, რომელიც უახლოეს დღეებში მოხდება.
გუშინწინ, დამატებით შემოვიდა ნახევარი მილიონი ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“, ანუ მილიონ ნახევარი გვაქვს ადგილზე. აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრაქტიკულად განულებული, ანუ აცრილი ადამიანის სიკვდლილიანობის სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ეს არის ერთადერთი პრაქტიკული დაცვა ჩვენი მოქალქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი ოჯახის წევრების, შვილების. ამიტომ, მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოქლაქეებს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს, ჩატარებული 36 375 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 1557 შემთხვევა – თბილისში ფიქსირდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 26 ინფიცირებული, 880 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დრომდე საქართველოში სრულად მხოლოდ 130 314 ადამიანია ვაქცინირებული.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა (ე.წ. კომენდანტის საათი) 30 ივნისიდან გაუქმდა. გარდა ამისა, 23 ივნისიდან სავალდებულო აღარ არის ღია სივრცეში პირბადის ტარება.