weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

თუ არ ავედით დღეში 20-30 000 აცრაზე, ძალიან გაგვიჭირდება პროცესის მართვა – ღარიბაშვილი

11:37 სამშაბათი, 20 ივლისი 2021

გუშინ ჩავატარეთ 11 000 აცრა, რაც არ არის საკმარისი. თუ არ ავედით დღეში 20-30 000 აცრაზე, ძალიან გაგვიჭირდება ამ პროცესის მართვა. დღეს, მაგალითად, გვქონდა 2600 შემთხვევა. ეს არის ძალიან საგანგაშო. მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ჩვენი მოსახლეობა, ძალიან ცუდი ტენდენციაა“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, კორონავისუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ.

„ჩვენ ერთის მხრივ გვინდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გვინდა, რომ ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული, მაგრამ, მეორე მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს ჩვენ, მთავრობას: გთხოვთ, აიცერით. მგონი, ძალიან მარტივია ამის გაკეთება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მისივე თქმით, მოქალაქეების გვერდში დგომის გარეშე, მთავრობა მარტო ვერაფერს გააკეთებს. როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რაც გასაკეთებელი იყო, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა.

„ვაქცინები იყო პრობლემა. შევძელით, ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვიდრე იყო საჭირო.

შეგახსენებთ, რომ მილიონი ვაქცინა უკვე ჩამოვიდა ორი კვირის წინ. „ფაიზერის“ მილიონი დოზის შემოტანა დაიწყო, დაახლოებით ყოველ შაბათ-კვირას შემოგვივა, ასევე, დაგეგმილია ამერიკის მთავრობისგან საჩუქრის გადმოცემა, რომელიც უახლოეს დღეებში მოხდება.

გუშინწინ, დამატებით შემოვიდა ნახევარი მილიონი ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“, ანუ მილიონ ნახევარი გვაქვს ადგილზე. აცრილებში დაინფიცირების ალბათობა არის ძალიან დაბალი და სიკვდილიანობა არის პრაქტიკულად განულებული, ანუ აცრილი ადამიანის სიკვდლილიანობის სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ეს არის ერთადერთი პრაქტიკული დაცვა ჩვენი მოქალქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი ოჯახის წევრების, შვილების. ამიტომ, მინდა თხოვნით მივმართო ჩვენს მოქლაქეებს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს, ჩატარებული 36 375 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 1557 შემთხვევა – თბილისში ფიქსირდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 26 ინფიცირებული, 880 კი გამოჯანმრთელდა.

ამ დრომდე საქართველოში სრულად მხოლოდ 130 314 ადამიანია ვაქცინირებული.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა (ე.წ. კომენდანტის საათი) 30 ივნისიდან გაუქმდა. გარდა ამისა, 23 ივნისიდან სავალდებულო აღარ არის ღია სივრცეში პირბადის ტარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]