weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

2012 წლის შემდეგ რეგულარულად იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება – რიში

14:11 ოთხშაბათი, 21 ივლისი 2021

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში განაცხადა, რომ ის და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი არიან საქართველოში განვიათარებული მოვლენებით. სენატორმა განცხადება გუშინ, 20 ივლისს გააკეთა, როდესაც კომიტეტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატს, კარენ დონფრიდს უსმენდნენ.

„საქართველოში, სულ უფრო მეტად მაწუხებს უკან გადადგმული ნაბიჯები. ბოლო კვირების განმავლობაში 50-ზე მეტი ჟურნალისტი იყო ნაცემი – ერთი მათგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში დანიშნეს 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ. მე ვიცი, რომ სენატორი შაჰინი იზიარებს ჩემს შეშფოთებას, ჩვენ არაერთი დისკუსია გვქონდა ამის შესახებ. ვიმედოვნებ, რომ იმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად“, – განაცხადა ჯიმ რიშმა.

მოგვიანებით მან საქართველოს თემა განავრცო და თქვა:

სენატორი შაჰინი და მე საქართველოში ვიმყოფებოდით 2012 წლის ოქტომბერში, როცა არჩევნები ჰქონდათ და რომლის შესახებაც ვფიქრობდით, რომ ახალი დასაწყისი იქნებოდა. მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება.

ისინი, სხვადასხვა პარტიები მუდამ ჩამოდიან ვაშინგტონში და თითოეული მათგანი ცდილობს, რომ ჩაგვრთოს, რომ მხარი დავუჭიროთ მათ პოილიტიკურ მანევრებს, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს, და ჩვენ განუწყვეტლივ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ, ჩვენ არ ვაპირებთ მხარე დავიკავოთ, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი“, – განცხადა რიშმა და კარენ დონფრიდს ჰკითხა, რას ფიქრობს საქართველოსთან დაკავშირებით.

დონფრიდმა თქვა, რომ თუ თანამდებობაზე დაამტკიცებენ, გააგრძელებს ძალისხმევას იმისთვის, რომ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება სრულად და დროულად შესრულდეს და მოუწოდებს საქართველოში ყველა პარტიას, რომ მხარი დაუჭირონ ამ შეთანხმებას.

„მე არ შემიძლია საკმარისად გავისვა ხაზი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა. როგორც იცით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, მაგრამ მას ბევრად უფრო დიდი მანძილი აქვს გასავლელი და მე მოვითხოვ მათგან, დაფარონ ეს დისტანცია“, – განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატმა.

კარენ დონფრიდმა დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ საზოგადოებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]