weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მერობის კანდიდატად მელია, საკრებულოს თავმჯდომარედ კი ხოშტარია განიხილება – ბოკერია

17:00 ოთხშაბათი, 21 ივლისი 2021

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო კანდიდატების წარდგენასთან დაკაშირებით ოპოზიციაში კონსულტაციები კარგა ხანიამიმდინარეობს და ორიოდე დღეში გახდება ცნობილი, რაზე მოხდა შეჯერება.

„ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ცნობილია. ჩვენი ინიციატივა იყო და არამარტო ამ არჩევნებზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომხდარიყო კოორდინირება, რაც გულისხმობს შეჯერებულ კანდიდატებს თბილისში, საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში – არა ყველგან, მაგრამ იქ, სადაც ეს მნიშვნელოვანია – საკრებულოს თავმჯდომარეებზე, მაჟორიტარებზე წინასწარ შეჯერებას, რომ მოხდეს დემონსტრირება, რომ ბრძოლა ოპოზიციურ სპექტრში, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ ჯგუფებში მიდის გამარჯვებისთვის ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს მომავალი ამ ფასეულობათა ომში.

კონსულტაციები მიდის კარგა ხანია. ჩვენი აზრით, დაგვიანდა, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე კიდევ უფრო გვიან, მით უმეტეს, არასოდეს. მე იმედი მაქვს და მაქვს ამის საფუძველი, რომ ორიოდე დღეში ეს ვითარება საბოლოოდ ჩამოყალიბდება“, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბოკერიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, განიხილებაიან თუ არა ნიკა მელია და ელენე ხოშტარია თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად, გიგა ბოკერიამ უპასუხა:

„ის გვარები, რომელიც თქვენ დაასახელეთ, სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმური გვარებია ამ დისკუსიაში, ოღონდ, არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს. კონფიგურაციაზე, ფორმაზე, რაზე მოხდა შეჯერა – ეს ორიდე დღეში უნდა იყოს ცნობილი და ყველა საღი აზრის მქონე დემოკრატიული ოპოზიციური ძალა, რომელსაც ესმის რამხელა საფრთხეა ჩვენი მომავლისთვის ივანიშვილის რეჟიმი, მე იმედი მაქვს, რომ იქნება მონაწილე, სხვადასხვა ფორმით, ამ შეთანხმების“.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და გუშინ, თბილისის მერობის კანდიდატად ისევ კახა კალაძე წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]