weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახაბერ ცისკარიძემ მერის არჩევნებისთვის რეგისტრაცია დააგვიანა

17:24 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

მომღერალმა და პროდიუსერმა კახაბერ ცისკარიძემ, რომელმაც ბათუმის მერის თანამდებობის დასაკავებლად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, კანდიდატად რეგისტრაცია დააგვიანა. შესაბამისად, ის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ბათუმის 79-ე საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ციალა შავაძის განმარტებით, კანონის თანახმად, საინიციატივო ჯგუფს კომისიისთვის რეგისტრაციის მოთხოვნით, 25 აგვისტოს ჩათვლით უნდა მიემართა.

„პროცედურულად, ჯერ საინიციატივო ჯგუფი რეგისტრირდება თავის წარმომადგენელთან ერთად, შემდეგ მხარდამჭერთა სიაა წარმოსადგენი, რომლის შემოწმების შემდეგაც კანდიდატი რეგისტრირდება. კახაბერ ცისკარიძეს ეს პროცედურები არ გაუვლია, შესაბამისად, ის ვერ იქნება ბათუმის მერობის კანდიდატი“, - აღნიშნა ციალა შავაძემ.

კახაბერ ცისკარიძემ დღეს განაცხადა, რომ ბათუმის მერის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობა ჰქონდა გადაწყვეტილი. „კახაბერი – კახა მერი“ მისი მთავარი წინასაარჩევნო სლოგანი უნდა ყოფილიყო. მომღერალი იმედოვნებდა, რომ კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო 2000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვებას შეძლებდა.

„ბათუმმა და ბათუმელებმა, მთელი ქყვენის მასშტაბით პოპულარული გამხადეს. ვთვლი, რომ მათთან ვალში ვარ. მინდა ჩემი ენერგია, იდეები და გამოცდილება ზღვისპირა ქალაქს მოვახმარო. ხალხის თანადგომით, ერთიანი ძალებით ჩვენი ქალაქი უკეთესობისკენ შევცვალოთ“, - აღნიშნა კახაბერ ცისკარიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს არის დანიშნული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]