არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურ პარტიებს ბრიფინგი უნდა გაემართათ 18 ივლისს პარლამენტში გავნითარებუოლ მოვლენებთან დაკავშირებით. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ წევრების, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას მხრიდან ქალი პარლამენტარების – თინა ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილის მიმართ ძალის გამოყენებას, ასევე, ლევან მგალობლიშვილის მიერ ანა წითლიძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განცხადებები პარტლამენტის შენობის წინ გააკეთეს.
„იმ ძალადობრვ ფაქტებს, რაც პარლამენტში ვნახეთ, გამართლება არ აქვს, თუმცა მმართველი პარტიის მხრიდან მაინც მოვისმინეთ ქვის ხანის დროინდელი გამამართლებელი არგუმენტები, რომ თითქოს ქალია ყველაფრის თავი და თავი, ქალი არის დამნაშევე იმაში, რომ მასზე შეიძლება იძალოდონ. ის, რაც ჩვენ ვნახეთ, იყო დემონსტრირება და წახალისება იმის, რომ ქვეყნაში კვლავაც შეიძლება გაგრძელდეს ქალთა მიმართ ძალადობა. მაშინ, როდესაც ძალაინ მაღალია ეს სტატისტიკა და მაშინ, რომდესაც ისეთ მაღალ ტრიბუნაზე, როგორიც არის პარლამენტი, ხდება ძალადობის წახალისება და მისი დემონსტრირება, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვეულებრივმა მოქლაქემ იძალადოს ქალზე. ის წახალისებული იქნება ამ ყველაფრით“, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.
სიმონიშვილის თქმით სამარცხვინოა, რომ ამ განცხადების გაკეთების საშუალება პარლამენტში არ მიეცათ.
ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ძალადობაზე რეგირებისკენ მოუწოდეს.
„18 ივლისს, პარლამენტში კაცებმა გვითხრეს, რომ თუ ქალის საუბარი, მისი გამოხატვის მანერა არ მოსწონთ, შეუძლიათ ხელით, ფიზიკურად გააჩერონ ის. ამიტომ, ბატონო კახა, გთხოვთ გამოხატოთ თქვენი პოზიცია და იმოქმედოთ უფლებამოსილების ფარგლებში იმისთვის, რომ პასუხი გავცეთ მოძალადე პარლამენტის წევრ მამაკაცებს“, – განაცხადა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნონა მამულაშვილმა, თინა ბოკუჩავამ და ანა წითლიძემ პარლამენტის ეთიკის საბჭოში საჩივარი შეიტანეს, არ აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე სახის რეაგირება იქნება.