weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ 5-6 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

12:46 პარასკევი, 23 ივლისი 2021

თბილისში 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ფრაქციამ ეს ინიციატივა პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა. საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

„ჩვენ ვქმნით დროებით საგამოძიებო კომისიას იმის გამო, რომ საგამოძიებო კომისიაზე მოვიყვანოთ ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ყველა მტკიცებულებები ვაჩვენოთ, პასუხი გაგვცენ ხალხის თვალწინ რატომ სცემეს ჟურნალისტებს, რატომ წაახალისეს ძალადობრივი ჯგუფები, რატომ დაწვეს დროშა საქართველოს პარლამენტის წინ. გამოვიძიოთ კონკრეტულად ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმე და ყველა დეტალი ამოვიღოთ გამოძიებიდან. ამის უფლება აქვს დროებით საგამოძიებო კომისიას“, – განაცხადა ფრაქციის წევრმა, გიორგი ვაშაძემ.

ფრაქციის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ დროებით საგამოძიებო კომისიას ფოკუსი ექნება რუსული კვალის და გავლენის დადგენაზე.

„ფოკუსი იქნება ქვეყნის უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები, სად იკვეთება კრემლის კვალი და ამ მიმართულებით რაც ვიხილეთ, რა იყო მიზეზი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უმოქმედო იყო. საგამოძიებო კომისიის მიზანი იქნება რეკომენდაციების, დასკვნების მომზადება, რათა მომავალში ასეთი ტიპის დარღვევები და ძალადობაზე ასეთი ურეაგირეობა არ იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა სამნიძემ.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფში“ გაწევრიანებულები არიან: ხათუნა სამნიძე, თეონა აქუბარდია, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ერთ-ერთი დაშავებული ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]