ამის შემედეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს უთხრა, რომ პარტიული აქტივისტი და „ნაცმოძრაობის“ წევრია.
„მთავარი არხი“ ასევე არის სააკაშვილის მიერ დაფინანსებული და კეზერაშვილის. მთავარი მოძალადეების და მთავარი კორუმპირებულების დაფინანსებული არხები ხართ თქვენ. თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ეს არის ზალადობა, ეს არის აგრესია. ყველა მოძალადე არის დასჯილი, ყველა მოძალადე არის დაჭერილი. სახელმწიფო იყო მოძალადე თქვენი ხელისუფლების დროს. თქვენ წარმოადგენთ „ნაცმოძრაობას“. უშუალოდ თქვენ.
სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძლადე როგორც ტელევიზიაზე, ისე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა. ეს არის მთავარი.
თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ. თქვენ უნდა იყოთ პარტიაში, თქვენ უნდა იყოთ წინა ხაზზე. პარლამენტში მინდა რომ გიხილოთ თქვენ, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი ხართ“, – უთხრა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტს.
5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ერთ-ერთი დაშავებული ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5-6 ივლისს მოვლენებთან დაკავშირებით სულ 28 ადამიანი დააკავა, აქედან 24 დაკავებულია ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ბრალდებით. შსს-ს ამ დრომდე არავინ მიუცია პასუხისგებაში ძალადობის ორგანიზების ანჯ ძალადობისკენ მოწოდებისთვის.