ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ახლა აქტიურად უნდა დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი.
„ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელი არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკამ გაუწია საქართველოს კოვიდ პანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის - „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის.
ამას გარდა, ჩვენ ერთი მილიონი დოზა „ფაიზერი“ გვაქვს შესყიდული უშუალოდ მომწოდებელთან, „ფაიზერის“ კომპანიისგან ვიყიდეთ ერთი მილიონი დოზა, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში, ამის მოწოდებაც დაიწყო.
კიდევ ერთხელ, მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ყველამ ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, აცრის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება. „ფაიზერით“ იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - Booking.moh.gov.ge წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვათ.