weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გახარიას თქმით, გადადგომის შემდეგ აღმოაჩინა, რომ რეგიონებში დანგრეული გზებია

17:39 შაბათი, 24 ივლისი 2021

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს, რეგიონებში, ადგილობრივი ხელისუფლება კარგ გზებზე ატარებდა, ახლა კი დანგრეულ გზებზე უწევს სიარული. 

„რეგიონებში სიარულის შემდგომ, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ იყო სწორი. მომეცა შესაძლებლობა ხალხთან ახლო ურთიერთობის და მაინც, თანამდებობაზე როცა ხარ, როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლება იმ გზებით გატარებს, რომელიც უნდა და ახლა, შენით, Google Map-ით რომ დადიხარ, სულ დანგრეულ გზებზე გიწევს სიარული და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მართლა. ახლა ამით მე ჩემ თავს ვაკრიტიკებ“, – განაცხადა გახარიამ ქობულეთში.

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე იკავებდა. 2017-2019 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2016-2017 წლებში – ეკონომიკის მინისტრი, ხოლო 2013-2016 წლებში ბიზნესომბუდსმენი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]