weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისის მერის არჩევნები მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენი კანდიდატი გვეყოლება – გახარია

18:34 შაბათი, 24 ივლისი 2021

გიორგი გახარიას თქმით, პარტიას საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი ეყოლება. გახარიამ გამორიცხა სხვა პარტიებთან გაერთიანება ან მერობის რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნა.

„თბილისის მერზე ან მერობის კანდიდატზე როცა ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები და რეგიონული არჩევნების ჭრილშიც, რა თქმა უნდა, თბილისის მერის არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამიტომ ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, არანაირ ალიანსებში და კოალიციებში ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ.

მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ახალი დაფუძნებული პარტია, ჩვენთვის პარალელურად მიმდინარეობს პარტიული სტრუქტურების შექმნა, ასევე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. ამიტომ მაქსიმალურად, თითქმის ბოლო დღემდე გამოვიყენებთ დროის რესურსს იმისთვის, რომ ჩვენი კანდიდატი იყოს ღირსეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ღირსეულ კანდიდატებს“, – განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის შეკითხვას, შეიძლება თუ არა, თბილისის მერად თავად იყაროს კენჭი ან კანდიდატად დაასახელონ აჩი არველაძე, გახარიამ უპასუხა: „მესმის, სენსაციები ძალიან გიყვართ ჟურნალისტებს, მაგრამ არანაირ სახელს და გვარს არ დავასახელებ. ამ ქვეყანაში ყველაფერია შესაძლებელი იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი“.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ მხოლოდ მუნიციპალური არცევნები და მას სხვა, უფრო დიდი დატვირთვა აქვს.

„ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ მნიშვნელობა როგორც ამ არჩევნების, ასევე, უნდა ავუხსნათ, რამდენად ღირებული იქნება მათი არჩევანი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელია დაასახელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი ისევ კახა კალაძის კანდიდატურა წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]