weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გამოვავლინეთ პირები, რომელთაც პლაკატები გააკრეს, ისინი დაჯარიმდებიან – თბილისის მერია

22:51 შაბათი, 24 ივლისი 2021

თბილისის მერიის განცხადებით, გამოვლენილი არიან ის პირები, რომელთაც დედაქალაქის ქუჩებში პლაკატები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას“ გააკრეს. როგორც მერიაში აცხადებენ, სამართალდამრღვევები დაჯარიმდებიან.

„თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე. სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად. თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ კანონი და გავუფრთხილდეთ დედაქალაქის იერსახეს“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

24 ივლისს, დაუდგენელმა პირებმა თბილისის ქუჩებში გააკრეს პლაკატები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას“. პლაკატებზე, ცისარტყელის და წითელი ფერის საღებავის ფონზე, მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, კრიტიკული ტელეკომპანიების ხელძღვანელები და წამყვანები – ნიკა მელია, ვატო წერეთელი და ნოდარ მელაძე, ასევე, სამოქალაქო აქტივისტები – „სირცხვილიას“ წარმომადგენელი გიგა მაქარაშვილი და „თბილისი პრაიდის“ დირექტორი გიორგი თაბაგარი არიან გამოსახული.

არასამთავრობო ორგანიზაციების – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) და „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შეფასებით, აღნიშნული პლაკატები თავისი შინაარსითა და ფორმით ძალადობისაკენ მოწოდებაა და საფრთხეს უქმნის მასზე გამოსახული ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს.

„5-6 ივლისის მოვლენების ფონზე მასობრივად გავრცელებულ პოსტერის შინაარსი ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება, აგრეთვე აშკარაა პოსტერების ჰომოფობიური ქვეტექსტიც.

შესაბამისად, იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მმართველი პარტიის მხრიდან სულ უფრო ხშირად გვხვდება სიტყვიერი თავდასხმები კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით, პოსტერზე არსებულმა მოწოდებებმა შესაძლოა კიდევ ერთხელ დააყენოს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესაბამის სამსახურებს მოუწოდეს, შეასრულონ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება და უზრუნველყონ ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების ადეკვატური დაცვა.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) და „სამართლიანი არჩევნები“ მიმართავენ პოლიტიკურ ლიდერებს, გაემიჯნონ გავრცელებული პლაკატების ძალადობრივ შინაარს და გაავრცელონ მკაფიო გზავნილები ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]